საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №31
2012 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 დეკემბრის №154 ბრძანებით (ვებგვერდი, 111215013, 16/12/2011წ.) დამტკიცებული წესის მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად სამდივნოს დამატებით წარუდგენს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი