„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-05
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.141.016061
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში ცვლილებებისა დამატებების შეტანის თაობაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №8

2012 წლის   28 თებერვალი  

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში   ცვლილებებისა დამატებების შეტანის  თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №96 დადგენილებაში    შეტანილი შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

ბ) დებულების მე-3 თავის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „თ” ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით: „თ) სოფლის მეურნეობის სამსახური”.

ბ) დებულების მე-3 თავის მე-13 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „71. სოფლის მეურნეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა”.

2. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                       ჰ. მოვსესიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია