ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 5
2012 წლის 28 თებერვალი
ქ. ზესტაფონი
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ ’’ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის № 2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნე ს ცვლილება „ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/02/2012 წ.) შეტანილ იქნე ს შემდეგი ცვლილებები:
1. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„ 3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ( ორი ათასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 8 000 (რვა ათასი) ლარი;
ზ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი განისაზღვრება ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი წესის თანახმად.“.
2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
,,მუხლი 3.
ამ დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 201 2 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. “.
მუხლი 2.
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. მასხარაშვილი