„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1308
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-21
სარეგისტრაციო კოდი
040.040.030.05.001.001.042
„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24(31), 1999 წ., მუხ. 120) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. შემოქმედ მუშაკს უფლება აქვს ერთდროულად გაწევრიანდეს რამდენიმე შემოქმედებით კავშირში.“.

2. მე-9 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს ამავე მუხლის პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. საქართველოში მოქმედი ყველა სახის შემოქმედებითი კავშირი თავისუფალი და თანასწორუფლებიანია კანონის წინაშე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 28 თებერვალი

№1308-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია