,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
27
მიმღები ორგანო
ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-02
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.162.016112
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2012 წლის 24 თებერვალი

ქ. ახმეტა

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის 11 პუნქტის, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულე­ბის მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწ­ყისი საფასურის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედ­ვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამე­ურ­ნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარ­გებლობაში გადაცემის წლიური საწყისი საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების 31 მუხლის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

  მუხლი 1. ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 16/08/2011, 040110030.35.162.016047) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.გ) ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 25 ლარით.“.

 მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე    ა. მაილაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია