„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
72
მიმღები ორგანო
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-02
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.124.016047
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №72

2012 წლის 24 თებერვალი  

ქ. ბაღდათი 

 „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად;

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება :

    მუხლი 1

 დადგენილების მე-12 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „თ“ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით:

„თ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური“.

    მუხლი 2

1. დადგენილების მე-13 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„71. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია; ქვეყნის აგრარული პოლიტიკის განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და პროგრამების განხორციელების ზედამხედველობა მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.“.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე            გ. რობაქიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია