საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საჩხერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016049
საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 2

2012 წლის 24 თებერვალი

ქ . საჩხერე

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღ ვ რის წესის დამტკიცების შესახებ ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად:

  მუხლი 1. დადგენილი იქნ ე ს მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი – 189,4 ოდენობით .

მუხლი 2. დადგენილ იქნეს ქ . საჩხერის ზონირება ერთი ზონის ფარგლებში და განისაზღვროს ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – 1-ის სიდიდით .

მუხლი 3. დამტკიცებულ იქნეს ქ . საჩხერისათვის 1 კვ . მეტრი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 15 ლარი . გაანგარიშებული ფორმულით CN/15ლარი /=0,33X1X0,24X189,4, სადაც :

1. CN–არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი .

2. 0,33–არის ქ . საჩხერის მაკრომდებარეობის ინდექსი განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის , 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული , არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის ” №1 დანართის შესაბამისად .

3. 1 – არის საკრებულოს მიერ განსაზღვრული ლოკალური ტერიტორიული ინდექსი .

4. 0,24 – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად 1 კვ . მეტრ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი .

5. 189,4 – არის საკრებულოს მიერ დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი .

მუხლი 4. დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში და დასახლებათა შორის არეალებში 1 კვ . მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , ქ . საჩხერისათვის დაწესებული ფასის 30% – 4,5 ლარი .

მუხლი 5. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (გომი -საჩხერე -ჭითურა -ზესტაფონი და ჭიათურა -უსახელო -კორბოული ) 50მ რადიუსში (ღერძულა ხაზიდან ორივე მხარეს 50–50 მეტრი ) არსებული 1 კვ . მეტრი არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი , ქ . საჩხერისათვის დაწესებული ფასის 50% – 7,5 ლარი . ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების მესამე და მეოთხე მუხლები .

მუხლი 6. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ “. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილება .

მუხლი 7. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავ მ ჯდომარე   ნ . აბჟანდაძ ე

შეტანილი ცვლილებები:

1 . ძალადაკარგულია  – საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის დადგენილება № 2 – ვებგვერდი, 31.01.2013წ.

კრებსითი — სრული ვერსია