შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 4
2012 წლის 24 თებერვალი
დაბა შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი “ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. განისაზღვროს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 011 წლის 8 აპრილის №16 დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ ”.
3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ქათამაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 01.11.2012წ.
დანართი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო ლარებში |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 3 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე,საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 4 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 5 | მთავარი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 420 |
| 6 | წამყვანი სპეციალისტი – უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 400 |
| 7 | დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი | 350 |