„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის N205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
219
მიმღები ორგანო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2012-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-27
სარეგისტრაციო კოდი
010320010.42.047.016019
„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის N205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №219

2012 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის №205 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2010 წლის 1 დეკემბრის №205 ბრძანებით (სსმ III, 03.12.2010, №158, მუხ. 2231, სარეგისტრაციო კოდი 010.320.00.42.047.016.002) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შინაგანაწესში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)     გამონაკლის შემთხვევებში, ოჯახური პირობებიდან და პირადი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პატაკის საფუძველზე თანამშრომელი გაათავისუფლონ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი      თ. ჯანაშია

კრებსითი — სრული ვერსია