საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება № 2
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის 71 პუნქტის ა) ქვე პუნქტის და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების თანდართული
წესები.
2. (ამოღებულია - 25.12.2018, №8).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.
3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მიზანი და ამოცანა
1. ამ წესების მიღების მიზანია ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების განსაზღვრა.
2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) ამ წესების შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას და ადგენს სარგებლობის პირობებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
თავი II
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვება
მუხლი 2. ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლების მოპოვების ზოგადი წესი
1. ნუმერაციის რესურსი გაიცემა კომისიის მიერ, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ (შემდგომში – ავტორიზებული პირი) ან/და არაავტორიზებულ პირებზე, კომისიის გადაწყვეტილებით, სარგებლობის უფლების მინიჭების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) სარგებლობის უფლების მინიჭება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ექსტრემალური სამსახურებისთვის (სახანძრო-სამაშველო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ევრონომერი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთიანი სამნიშნა ნომერი, გაზის საავარიო სამსახურის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საპატრულო პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის ერთიანი სამნიშნა ნომერი), ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგების და სანიაღვრე საავარიო სამსახურებისთვის გამოყოფილი ერთიანი ფორმატის მოკლე ნომრები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 3. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების წესი
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და მაძიებლის განცხადება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიღების თაობაზე.
2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მისაღებად მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო ინფორმაცია) და მოთხოვნა ნუმერაციის რესურსის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე.
3. განცხადების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა. თუ კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ნუმერაციის რესურსის მაძიებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
4 .სრულყოფილი განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნუმერაციის რესურსის მაძიებელს უგზავნის შეტყობინებას მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსის გაცემის შესაძლებლობის თაობაზე. შეტყობინებაში მიეთითება ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ გადასახდელი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ყოველწლიური საფასურის ოდენობა და გადახდის წესი.
5. კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის კომისიის ანგარიშზე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენიდან 15 დღის ვადაში, გარდა ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ამ წესების მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისია გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ იღებს ნუმერაციის რესურსის მაძიებლის მიერ კომისიაში სრულყოფილი განცხადების წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში.
7. იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე ერთდროულად შემოსულია ორი ან მეტი განცხადება, უპირატესობა მიენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი
კომისია უარს ეტყვის ნუმერაციის რესურსის მაძიებელს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე, თუ:
ა) მის მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსი არ არის თავისუფალი;
ბ) წინამდებარე წესების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება ნუმერაციის იმ რესურსით სარგებლობის უფლების გაცემის თაობაზე, რომელიც მოითხოვა ნუმერაციის რესურსის მაძიებელმა;
გ) (ამოღებულია - 25.12.2018, №8) ;
დ) ნუმერაციის რესურსის მაძიებელმა კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში კომისიაში არ წარმოადგინა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 20 მარტის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 21.03.2025წ.
მუხლი 5. ნუმერაციის რესურსი
1. კომისია ავტორიზებულ პირებს რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის შემთხვევაში ანიჭებს შემდეგი სახის ფასიან ნუმერაციის რესურსს:
ა) გეოგრაფიული ნომრები (რომლის სრული ფორმატი 9-ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC – 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ერთი ნუმერაციის ზონის ფარგლებში; გეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „3“ და „4“) ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ - მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;
ბ) არაგეოგრაფიული ნომრები (რომლის სრული ფორმატი 9 ციფრიანია, შედგება ეროვნული დანიშნულების კოდისაგან (NDC – 2 ან 3 ციფრი) და აბონენტის ნომრისაგან (SN – 6 ან 7 ციფრი), მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; არაგეოგრაფიული ნომრებისათვის ეროვნული დანიშნულების კოდი (NDC) განსაზღვრულია ციფრებით „5“, „7“, „8“, „9“):
ბ.ა) მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;
ბ.ბ) უსადენო შეღწევის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;
ბ.გ) პერსონალური ნომრებით მომსახურებისთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინუმუმ 100 (ასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;
ბ.დ) VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისთვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 1000 (ერთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;
ბ.ე) ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 10 (ათი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;
ბ.ვ) M2M/IoT (მოწყობილობებს შორის კავშირი/საგანთა ინტერნეტი) მომსახურების ორგანიზებისათვის ნუმერაციის რესურსით (708xxxxxx – 729xxxxxx) სარგებლობის უფლება გაიცემა მინიმუმ 5000 (ხუთი ათასი) სააბონენტო ნომრისგან შემდგარ სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე, ხოლო მაქსიმუმ – მინიმალური ოდენობის 10-ჯერად სააბონენტო ნუმერაციის თანმიმდევრულ ბლოკზე;
გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი (რომლის ფორმატი 4-ციფრიანია (10-XX), მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე; არჩევის კოდის შემდეგ აბონენტი ეროვნულ ზარებს ახორციელებს ეროვნული პრეფიქსის „0“ -ის და ეროვნული (მნიშვნელოვანი) ნომრის საშუალებით, ხოლო საერთაშორისო ზარებს საერთაშორისო პრეფიქსის „00“-ის, ქვეყნის კოდის და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომრის საშუალებით) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა – 1 კოდზე;
დ) მოკლე ნომრებით (რომლის სრული ფორმატი 5-ციფრიანია, მისი გამოყენება შესაძლებელია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეროვნული დანიშნულების კოდისა და ეროვნული პრეფიქსის გარეშე) სატელეკომუნიკაციო (17XXX), ასევე არასატელეკომუნიკაციო (16XXX) მომსახურების მისაწოდებლად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა 1 ნომერზე;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.12.2019წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.04.2020წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 30.12.2022წ.
მუხლი 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესი
მუხლი 7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება
1. ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია:
ა) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა;
გ) სარგებლობის პირობების დარღვევა მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
დ) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება.
2. სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
3. ამ დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელს უფლება აქვს კომისიას მოსთხოვოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმება იმ მოტივით, რომ ნუმერაციის რესურსს უთმობს სხვა პირს. ამ შემთხვევაში ნუმერაციის რესურსის მფლობელი და რესურსის მაძიებელი ერთობლივი განცხადებით მიმართავენ კომისიას. კომისია განცხადებას განიხილავს ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში.
4. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია:
ა) შესაბამის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე ავტორიზაციის გაუქმება/შეჩერება;
ბ) მინიჭებული ნუმერაციის რესურსის არადანიშნულებისამებრ და ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.
5. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია:
ა) შესაბამისი სამსახურის გაუქმება;
ა1) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელის მოთხოვნა;
ბ) მინიჭებული ნუმერაციის რესურსის არადანიშნულებისამებრ და ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოყენება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.04.2020წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 31.12.2021წ.
მუხლი 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური
ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური:
გ) უსადენო შეღწევის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;
დ) პერსონალური ნომრებით მომსახურებისთვის შეადგენს – 10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;
ე) VOIP – ინტერნეტ პროტოკოლით ხმოვანი სატელეფონო კავშირით მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 0,10 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;
ვ) ინტელექტუალური ქსელებით (მათ შორის, უფასო, განაწილებული ხარჯებით, დამატებული ღირებულების) მომსახურებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის შეადგენს – 1 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;
ზ) (ამოღებულია - 22.06.12, №8);
თ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდზე შეადგენს – 5 000 ლარს ნუმერაციის 1 რესურსზე ;
ი) ხუთციფრა მოკლე ნომრებზე არასატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად შეადგენს – 1500 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;
კ) ხუთციფრა მოკლე ნომრებზე სატელეკომუნიკაციო სერვისების მისაწოდებლად შეადგენს – 1500 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;
ლ) ტექსტური/მულტიმედიური შეტყობინებების მოკლე ნომრისთვის შეადგენს - 5 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე;
მ) M2M/IoT მომსახურების მიწოდების მიზნით სააბონენტო ნომრისთვის შეადგენს – 0,25 ლარს 1 სააბონენტო ნომერზე;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 27.06.2012 წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.12.2019წ.
მუხლი 9. ავტორიზებული პირების მიერ ნუმერაციის რესურსის აბონენტზე გაცემა
1. ავტორიზებული პირის მიერ გეოგრაფიული სააბონენტო ნომრები გაიცემა იმ გეოგრაფიულ ზონაში, რომელშიც რეგისტრირებულია ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ან/და მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი.
2. ავტორიზებული პირი არ არის ვალდებული მონიტორინგი გაუწიოს აბონენტის მიერ წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული სააბონენტო ნომრით სარგებლობისას გეოგრაფიული ზონის ფარგლების დაცვას.
3. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია აბონენტზე გასცეს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნუმერაციის რესურსიდან შემოკლებული ნომერი.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 11 მაისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 15.05.2012 წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 11. (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 27.06.2012 წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 12. საზოგადოებრივი სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) სარგებლობის უფლების მინიჭების პირობები
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილია სხვა განაცხადი იმავე სახის საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) მინიჭების თაობაზე და განმცხადებელი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ფინანსური, მოტივაციური და სამუშაო გამოცდილებით სარგებლობს უპირატესობით.
7. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საზოგადოებრივი მომსახურების გაწევის მიზნით შექმნილია საჯარო დაწესებულება და საზოგადოებრივი სამსახურის ნუმერაციის რესურსი (ევრონომერი) თავისუფალია შესაბამი მომსახურებაზე, ნუმერაციის მინიჭებისას უპირატესობა ენიჭება საჯარო დაწესებულებას, შესაბამისი განცხადების არსებობის შემთხვევაში.
8. იმ შემთხვევაში თუ ერთი და იმავე ნუმერაციის რესურსზე შემოსულია რამდენიმე განაცხადი, კომისიის მიერ განაცხადებების თანაბარი შეფასებისას უპირატესობა ენიჭება პირველად შემოსულ განაცხადს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 3 სექტემბრის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 08.09.2015წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 23 აპრილის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 24.04.2020წ.
მუხლი 13. საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი) სარგებლობის უფლების მინიჭების პირობები
1. საინფორმაციო-საცნობარო სამსახურის ნუმერაციის რესურსის (ევრონომერი - 118XX) გამოყენებით მომსახურების მიმწოდებელი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ენაზე;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი უნდა ფლობდეს შესაბამის საინფორმაციო ბაზას;
გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი საფასური უნდა იყოს გამჭვირვალე და ხარჯზე ორიენტირებული;
დ) მომხმარებელს უნდა მიეწოდებოდეს მხოლოდ სატელეფონო-საცნობარო ინფორმაცია.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
მუხლი 14. (ამოღებულია)
თავი III
ანგარიშსწორების წესი და პირობები
მუხლი 15. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირებს შორის ანგარიშსწორების წესი
1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მფლობელ პირებს შორის ნუმერაციის რესურსის გამოყენებით საქმიანობის განხორციელებისას ურთიერთანგარიშსწორება ხორციელდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა) ავტორიზებული პირი, რომლის აბონენტმაც წამოიწყო ზარი, ვალდებულია აუნაზღაუროს იმ ავტორიზებულ პირს, რომლის ქსელშიც იმყოფება ზარის მიმღები აბონენტი, ზარის დაასრულების საფასური;
ბ) ნუმერაციის რესურსის გამოყენებით, სატელეკომუნიკაციო და არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი პირი, რომლის მიმართულებითაც წარმოიქმნება ტრაფიკი, ვალდებულია აუნაზღაუროს ავტორიზებულ პირს, (რომლისგანაც მიიღო შესაბამისი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – ზარის წამოწყება, დასრულება, ტრანზიტი) ამ მომსახურების საფასური;
გ) ინტელექტუალური ქსელებით უფასო მომსახურების (800 ნუმერაციის რესურსი) მიწოდებისას, აბონენტისთვის ზარი არის უფასო, ხოლო ავტორიზებული პირებისთვის ზარის წამოწყების, დასრულებისა ან/და ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურებას უზრუნველყოფს აღნიშნული ნუმერაციის რესურსით მოსარგებლე არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი;
დ) ინტელექტუალური ქსელებით განაწილებული ხარჯებით მომსახურების (801 ნუმერაციის რესურსი) მიწოდებისას, ზარის განხორციელების ხარჯები ნაწილდება აბონენტსა და აღნიშნული ნუმერაციის რესურსით მოსარგებლე არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
ე) 900-903 ნუმერაციის რესურსების გამოყენებით მიწოდებული შესაბამისი მომსახურებების საფასური შეიცავს დამატებულ ღირებულებას;
ვ) ავტორიზებული პირი, რომლის აბონენტმაც წამოიწყო ზარი, ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების საფასურის ამოღება აბონენტისგან, ოპერატორის არჩევის კოდის მფლობელის, ასევე სხვა სატელეკომუნიკაციო ან არასატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში (აბონენტთან დაშვების მსურველი პირი), სათანადო ხელშეკრულების გაფორმებით. აბონენტის მფლობელ ავტორიზებულ პირს (გადამყიდველი) და აბონენტთან დაშვების მსურველ პირს (გამყიდველი) შორის შესაძლებელია გაფორმდეს მომსახურების გაყიდვის/გადაყიდვის ხელშეკრულება, თუ არსებობს აბონენტთან დაშვების მსურველი პირის მოთხოვნა. გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის (სხვაობა აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ საკუთარ აბონენტზე გადაყიდულ და აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ აბონენტთან დაშვების მსურველი პირისაგან ნაყიდი მომსახურების ღირებულებას შორის) ან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასურის ოდენობა უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გონივრული. კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, გამოითხოვოს გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის ან აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასურის გაანგარიშებები და იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ აბონენტის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ დადგენილი თანხის ამოღების მომსახურების საფასური ან გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის ოდენობა, ზღუდავს მომსახურების მიმწოდებლის ან/და აბონენტთან დაშვების მსურველი პირის დაშვებას, არ არის ხარჯებზე ორიენტირებული ან ითვალისწინებს არაგონივრულ მოგებას, კომისია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოსთხოვოს აბონენტის მფლობელ ავტორიზებულ პირს თანხის ამოღების მომსახურების საფასურის ან გადაყიდული მომსახურების ღირებულებიდან გადამყიდველის კუთვნილი წილის ოდენობის კორექცია, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 11 მაისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 15.05.2012 წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 27.06.2012 წ.
მუხლი 16. ანგარიშსწორებების წესი ექსტრემალური ნომრებით მომსახურებისას
ანგარიშსწორების წესი ექსტრემალურ ნომრებთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით“.
თავი IV
სანებართვო მოწმობა
მუხლი 17. (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.მუხლი 18. (ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.თავი V
გარდამავალი დებულებები
მუხლი 19. გარდამავალი დებულებები
1. (ამოღებულია - 25.12.2018, №8) .
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 3 იანვრის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 10.01.2013 წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 9 ივლისის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 14.07.2015წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის 12 დეკემბრის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 17.12.2019წ.
დანართი №1
(ამოღებულია)
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 26.12.2018წ.