ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 7
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. ხონი
ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
„ ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №4 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1. დადგენილების პირველი თავის პირველი მუხლის „ გ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.
მუხლი 2. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000-ს არ აღემატება - საკანალიზაციო, მყარი ნარჩენების გატანის და წყალმომარაგების ხარჯების დაფინანსება.“.
მუხლი 3. დადგენილების მე-2 თავის მე-5 მუხლი ამოღებული იქნეს.
მუხლი 4. დადგენილება ძალაშია კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე