სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-27
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016109
სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 6

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. ხონი

სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ჯ“ ქვეპუნქტისა და „ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიუტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დადგინდეს სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).

მუხლი 2. დამტკიცდეს ქ. ხონის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).

მუხლი 3. დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №7 დადგენილება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                გ. გელენიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია   – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის დადგენილება № 4 – ვებგვერდი, 04.03.2013წ.

დანართი №1

ხონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.

1. ქ. ხონში სახელმწიფო და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დიფერენცირებულია ქ. ხონში ზონირების შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

 

                   Cn=l                X l                   XCXK , სადაც

                               MG                 TL

 ა) Cn არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

 ბ) l არის ქ. ხონის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,42-ს;

 MG

 გ) l არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

  TL

 გ.ა) ცენტრალური ზონისთვის – 1,2-ს;

 გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;

 გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,8-ს;

 დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24-ს;

 ვ) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 30-ს.

 

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. ხონში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

imc

itl

 c

 k

 cw

 (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,42

1,2

შუალედური

0,24

 ზონა

30

3,63

 

0,42

1

0,24

30

3,02

პერიფირიული ზონა

0,42

0,8

0,24

30

2,42

 

3. ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ი ს ოდენობით და იგი შეადგენს 1,51 ლარს.

4. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ი ს ოდენობით და იგი შეადგენს 0,75 ლარს.

5. ხონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „ საქართველოს საერთაშორისო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №544 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითო ეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ხონის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %- ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,51 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე- 4 პუნქტით დადგენილი ფასი.

 

დანართი № 2

 

ქ. ხონის ზონების აღწერა

 

ლოკალურ - ტერიტორიული ინდექსი i t l

ცენტრალური ზონა

 

ცენტრალური ზონის საზღვარი გა ს დევს ვ. ბახტაძის ქუჩას, ქალაქია ცენტრალური სტადიონის დასავლეთ საზღვრამდე. შემდეგ საზღვარი გასდევს ახალგაზრდობის ქუჩას, კვეთს ი. ჭავჭავაძის ქ. №5 საცხოვრებელ სახლთან და ვრცელდება სამხრეთით , სამრეწველო ბაზრის ტერიტორიის ჩათვლით, შემდეგ საზღვარი მიემართება სამხრეთ - აღმოსავლეთით ი.აბაშიძის ქუჩის გადაკვეთამდე და მოიცავს ავტოსადგურის ტერიტორიას, ხაზი გრძელდება სამხრეთით მ. ხონელის ქუჩისა და მ.ხონელის მე - 2 შესახვევის გადაკვეთამდე, ჩრდილოეთით მ. ხონელის ქუჩის გასწვრივ გ. ჭანტურიას ქუჩის გადაკვეთამდე, გასდევს ქუჩის №13 საცხოვ. სახლამდე , ხოლო შემდეგ საზღვარი მიემართება ჩრდილოეთით და კვეთს ჭანტურიას ქუჩას, გურამიშვილისა და შამათავას ქუჩებს სოლ. მეორის ქუჩის გადაკვეთამდე, საზღვარი გაზდევს სოლ. მეორ ი ს ქუჩის მარჯვენა მხარეს საცხოვრებელ ბინამდე. გრძელდება სამხრეთ - დასავლეთის მიმართულები თ და უერთდება ვ. ბახტაძის ქუჩას საწყის წერტილში.

 

 

 

 

 

  1,2

შუალედური ზონა

 

შუალედური ზონის საზღვარი ჩრდილოეთით , ნუცუბიძის და პუშკინის ქუჩების გადაკვეთიდან , მიემართება სოლ. მეორის ქუჩისაკენ და კვეთს მას №21 სახლთან, გრძელდება დასავლეთით და კვეთს მ. სებუას №9 საცხოვრებელი სახლთან, იპ. ხვიჩიას 1. №13–18 საცხოვრებელ სახლებთან და რკალისებურად მიემართება სამხრეთ დასავლეთით ვ. ბახტაძის და ახალგაზრდობის ქუჩის პირველი შ ესახვევის გადაკვეთიდან მიემართება სამხრეთისაკენ და კვეთს ი.ჭავჭავაძის ქ. №20 საცხ.სახლთან, შემდეგ ბაგრატიონის №75–54 საცხ.სახლებთან და გრძელდება რკალისებურად სამხრეთით,კვეთს ი.აბაშიძის ქ. პირველ შესახვევს №14 სახლთან ი. აბაშიძის ქუჩიდან იცვლის მიმართულებას აღმოსავლეთით და გრძელდება მ. ხონელის და 26 მაისის ქ - ის გადაკვეთამდე.შემდეგ მიემართება რკალისებურად აღმოსავლეთით 26 მაისის ქუჩის მარჯვენა მხრით და კვეთს ტ. ტაბიძის,მებუკისა და ნიკოლაძის ქუჩებს №29 სახლთან, გ.ჭანტურიას ქ. №100 და აღმაშენებლის ქ. №16–19 საცხ. სახლთან. შემდეგ მიემარ თ ება ჩრდილოეთით, კვეთს გურამიშვილის ქ - ის, პირველი შესახვევის რუსთაველის ქ - ის გადაკვეთამდე და გრძელდება ნუცუბიძისა და პუშკინის ქ - ის გადაკვეთამდე.

 

 

 

1,0

პერიფერიული ზონა

 

პერიფერიულ ზონაში შედის ტერიტორია ჩრდილოეთის მხარეს სოლ.მეორის ქ. №21 სახლიდან ნახახულევის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე, დასავლეთით ჭავჭავაძის და ბაგრატიონის ქ - ის გადაკვეთიდან მარტვილის საზღვრამდე, სამხრეთისკენ 26 მაისის და მ.ხონელის გადაკვეთიდან ივანდიდის საზღვრამდე. აღმოსავლეთით ჭანტურიას ქ - ის 100 ნომრიდან კუხის ტერიტორიული ორგანოს საზღვრამდე.

 

0,8

 

კრებსითი — სრული ვერსია