„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1284
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2002-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-05
სარეგისტრაციო კოდი
070.000.000.05.001.001.032
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13(20) 1999წ., მუხ. 52 ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21.  ქონებრივი შეზღუდვა

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქონება, აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50 %-ს, არ ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, იძულებით აუქციონს, ყადაღის დადებასა და სეკვესტრს.“.

    მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 14 თებერვალი.

№1284-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია