,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
08
მიმღები ორგანო
ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-23
სარეგისტრაციო კოდი
370020000.35.118.016058
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08  

2012 წლის 17 თებერვალი

ქ. ონი

  ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №04 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასისა და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირის განსაზღვრის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №04 დადგენილებაში (სსმ, 01/02/2012) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 5. ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების (ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის საზღვარი) (შ-16), გუფთა-ონის გზა (შ-25) და საგლოლო-ჭიორა-ღების (შ-121)) 50 მეტრის რადიუსში თითოეულ მხარეს არსებული მიწის ნორმატიული ფასი და ამავე ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს შემდეგი სახით:

ა) ნორმატიული ფასი – 2,5 ლარი;

ბ) წლიური საიჯარო ქირა – 0.25 ლარი.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  შ. ჯაფარიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია