„მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
47/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-22
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.016313
„მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება № 47 /ნ

2012 წლის 1 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„ მოსწავლის პირადი საქმის ფორ მი ს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წეს ი ს დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 201 2 წლის 6 იანვ რი ს №06 /ნ ბრძანებ აში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „მოსწავლის პირადი საქმის ფორმის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №06/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 09/01/2012 , სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016272) მეორე პუნქტით დამტკიცებულ „მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესში’’ ( დანართი №2 ) შევიდეს ცვლილება და დანართ №2-ით გათვალისწინებულ „ მოსწავლის პირადი საქმის წარმოების წესის’’ მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „ მუხლი 8. მოსწავლის პირადი საქმის საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემა

მოსწავლის პირადი საქმე ამ წესის მე-2 მუხლის მე- 5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესანახად გადაეცემა საქართველოს ეროვნულ არქივს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ’’ .

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი      ა. სეფერთელაძე

კრებსითი — სრული ვერსია