„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
53
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-17
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.016725
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 332 და 333 მუხლების 11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური.“.

3. პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული  სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

№

მომსახურების სახე

 

მომსახურების

ვადა

მომსახურების ტარიფი

(დღგ-ის ჩათვლით)

1

ახალი ადგილწარმოშობის

რეგისტრაციისათვის

 დასკვნის გაცემა

 

 

5000 ლარი

2

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებზე შესაბამისობის სერტიფიკატისა და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის ექსპორტირებისას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა

ერთი დღე

ორი დღე

სამი დღე

250 ლარი

100 ლარი

უფასო

3

მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნის ღვინოების წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციების შეთანხმება

 

 

300 ლარი

4

რეკლამის განთავსება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე

 

ერთი წელი

 

500 ლარი

5

ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთი ბოთლი სახელობითი ღვინო

 

 

 

10 ლარი

6

ექსპორტის მონაცემების გაცემა

ერთი წელი

1200 ლარი

7

ეტიკეტის შეთანხმება

 

250 ლარი.

 

 

კრებსითი — სრული ვერსია