„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-23
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.142.016036
„ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2012 წლის 13 თებერვალი

ქ. ნინოწმინდა

,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებაში (სსმ V, (№29, 24.09.2010, მუხლი 837) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,კ” ქვეპუნქტი:

,,კ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური”.

2. დებულების მე-13 მუხლს დაემატოს 91 პუნქტი:

,,91. სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამინდვრე სამუშაოების, მეცხოველეობის ნაყოფიერების ამაღლების, სოფლის მეურნეობის განვითარების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე               ვ. სტამბოლციანი              

 

კრებსითი — სრული ვერსია