საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენისიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის და საპენისიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ.160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-19 მუხლში სიტყვები „პარლამენტის ბიუჯეტში” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხარჯებში”.
2. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტები სიტყვები „საქართველოს პარლამენტის აპარატი” შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი”.
3. 22-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 18 იანვარი.
№1253–რს