ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. ლანჩხუთი
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
მუხლი 1 . ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ V, №16, 25.08.2010წ. მუხ. 446, გვ.158) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამსახურის შემადგენლობა
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და მთავარი სპეციალისტებისაგან“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„მუხლი 8 . სამსახურის მართვა
3. განყოფილების უფროსი:
ა ) ანაწილებს ფუნქცია - მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს ;
ბ ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ;
გ ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას ;
დ ) სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს ;
ე ) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს ;
ვ ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე ;
ზ) განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი.“
3. დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:
„მუხლი 81 . არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ფუნქციები
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის კონტროლის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე , ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება ;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;“
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამსახურის თანამშრომლები
3. სამსახურის უფროსის არყოფნისას, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსი.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე რ. ჩიტიძე