საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №43/ნ
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (სსმ 09.01.2007 №3, მუხ. 22) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
,,91. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები ტარდება წერილობითი ფორმით ამ დაწესებულების მიერ განსაზღვრული ერთიანი საგამოცდო ცენტრის მეშვეობით.’’
მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე