,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016074
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება № 5

2012 წლის 10 თებერვალი

ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სი­ლე­­­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმა­ტი­უ­ლი აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესა­ბამისად:

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკი­ცე­ბის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივ­ნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონო­მი­უ­რი რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ტრანსპორტის განყოფილების გრაფა ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

 

ტრანსპორტის განყოფილება

განყოფილების უფროსი

1

წამყვანი სპეციალისტი

2

წამყვანი სპეციალისტი (მძღოლი)

12

 

 2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული საშტატო რიცხოვნობის დაფინანსება განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს დადგენილებით გათვალისწინებული რანგირების ცვლი­­­ლებიდან გამომდინარე შესაბამისი დაფინანსების საკითხის „აჭარის ავტო­ნო­მიური რესპუბლიკის 2012 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პრო­ექტ­ში გათვალისწინება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                    ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია