,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.134.016076
,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2012 წლის 3 თებერვალი

დაბა ქედა

,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 დეკემბრის №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011; სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016064) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4) სამსახურს აქვს ბეჭედი და იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელებით;“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         ბ.  დიასამიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია