ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
201 2 წლის 3 თებერვალი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის № 22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო მ დ ა ა დ გ ი ნ ა :
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ივლისის № 22 დადგენილებით დამტკიცებულ № 1 დანართში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , № 11, 13/08/2010 – 190040000.35.139.000248 ) და დანართის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 5. | სამსახურის უფროსი, აპარატის უფროსი , ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-გამგებლის რწმუნებული |
700 |
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ . ქურდაძე