„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1230
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-01-19
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.019
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) 54-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვები „2001 წლის 31 დეკემბრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 1 ოქტომბრიდან“, ხოლო სიტყვები „2000 წლის 1 აპრილამდე“ – სიტყვებით „2002 წლის 1 ოქტომბრამდე“;

ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები „2000 წლის 1 ივლისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „ან დაინიშნება 2002 წლის 1 ოქტომბრამდე“, ხოლო სიტყვები „2001 წლის 1 ივლისამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 1 ოქტომბრამდე“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 21 დეკემბერი.

№1230–Iს

კრებსითი — სრული ვერსია