საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 44
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტის შესაბამისად, „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის №133 დადგენილებაში (სსმ , 2004 წ. , მუხ. 12 ) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები:
„ყ) ახორციელებს საიდუმლო დოკუმენტბრუნვის სისტემატიზაციას და საიდუმლო საქმისწარმოებას;
შ) წარმართავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირებას.“.
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური