„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
42
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
040170020.10.003.016715
„შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №42

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 „შპს „საგზაო ტექნიკის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დეკემბრის №380 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შპს „საგზაო ტექნი­კის“ სახს­რ­ე­ბით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 დე­კემ­ბ­რის №380 დადგენილებაში (სსმ, 17/12/2010, 165) შეტანილ იქნეს ცვლი­ლ­ე­­ბა და დად­გენი­ლე­ბით დამ­ტკიცებული „შესყიდვების სპეციალური წე­ს­ის“:

1. პირველი მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ც­ი­ით:

„2. შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელ­დე­ბა საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სა­ხელ­­მწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპ­რი­ლის №9 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტ­რო­ნული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის და­მ­ტკიცების შესახებ“.“.

2. მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) შესყიდვა – შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ ამ წესის №1 დანართით გან­საზღვრული და ასევე ნებისმიერი სხვა საქონლისა და მომსახურების შეს­ყიდვა;

ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – შპს „საგზაო ტექნიკა“;

გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება;

დ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარ­და უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგო­მა­რე­ობ­ა­ში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსა­ხ­უ­რების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას;

ე) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სა­მუშაოს გარდა. ამასთან, ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მომსა­ხუ­რ­ე­ბა“ მოიცავს იჯარას, ქირავნობასა და ლიზინგს;

ვ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებ­ო­ბ­ის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრე­ვას­თან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სა­მუ­შაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენ­ო­ბ­ის ან ნაგებობის აგება-აშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული სა­კო­მუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თა­ნამდევი მომსახურება, როგორებიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშა­ო­ე­ბი, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შეს­ყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალო­გი­ური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამ­შენებლო სამუშაოს ღირებულებას;

ზ) ერთ პირთან მოლაპარაკება – საქონლისა და მომსახურების შეს­ყი­დვის გამარტივებული საშუალება;

თ) პირობათა გამოკითხვა – საქონლისა და მომსახურების შეს­ყი­დ­ვის საშუალება;

ი) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შეს­ყი­დ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდ­ვ­ის საშუალება;

კ) ელექტრონული ტენდერი – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ სა­ქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალება;

ლ) პრეტენდენტი – შესყიდვის მონაწილე პირი, რომელიც წარად­გენს პირობათა გამოკითხვის წინადადებას;

მ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შპს „საგზაო ტექნიკას“ აწვდის სა­ქო­ნელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად;

ნ) კომისია – შპს „საგზაო ტექნიკის“ დირექტორის ბრძანებით შექ­მ­ნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადა­წყვე­ტი­ლებებს.“.

3. მე‑3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე‑4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები

1. ინტერესთა კონფლიქტი ეხება სახელმწიფო შესყიდვის განხორ­ც­იე­ლებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მონაცემებისა და პი­რო­ბა­თა გამოკითხვის წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გან­მა­ხორ­ციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგა­და­სა­ხა­დო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები.

3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირ­ველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირ­ზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელ­სა­ყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

4. მას შემდეგ, რაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქ­მიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრე­ტენ­დენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია წერილობით და­ადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის გან­მახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან და­უ­ყოვ­ნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და შეწყვიტოს მო­ნა­წილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში.“.

5. მე‑5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე‑6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი

1. შესყიდვის საშუალებებია:

ა) ერთ პირთან მოლაპარაკება;

ბ) პირობათა გამოკითხვა;

გ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი;

დ) ელექტრონული ტენდერი.

2. შესყიდვა ხორციელდება ერთ პირთან მოლაპარაკების საშუა­ლე­ბით, გარდა ამ მუხლის მე‑3 პუნქტით გათვალისწინებული შემთ­ხვე­ვე­ბი­სა.

3. შპს „საგზაო ტექნიკის“ დირექტორის გადაწყვეტილებით, შეს­ყი­დ­ვა შეიძლება განხორციელდეს პირობათა გამოკითხვის, გამარტივე­ბუ­ლი ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუა­ლე­ბ­ით.

4. პირობათა გამოკითხვის პროცედურებს ახორციელებს კომისია.

5. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტ­რო­ნუ­ლი ტენდერის საშუალებით შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

7. მე‑16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 16. შესყიდვის შესახებ გარიგების (ხელშეკრულების) გა­ფორ­მების წესი

შესყიდვის შესახებ გარიგება (ხელშეკრულება) შეიძლება და­ი­დოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათ­ვალისწინებული.“.

8. მე‑17 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესის №2 და №3 და­ნარ­თების შესაბამისად.“.

9. „შესყიდვების სპეციალური წესის“ №1 და №2 დანართები ჩამო­ყ­ა­­ლ­ი­ბ­დეს თანდართული რედაქციით.

10. „შესყიდვების სპეციალურ წესს“ დაემატოს №3 დანართი.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

 

დანართი №1

შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახუ­რების ჩამონათვალი

№

საქონელი

1

საოფისე და კომპიუტერული მანქანები, აქსესუარები, მოწყობილობები და მარაგი, პროგრამების პაკეტის ჩათვლით

2

საკანცელარიო და სამეურნეო საქონელი, სავიზიტო ბარათები, ბეჭდები, ზედდებულები და სხვ.

3

ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კომუნიკაციის საშუალებები და სხვ.

4

ჟურნალ-გაზეთები და სპეცლიტერატურა

5

სპეცტანსაცმელი და აღჭურვილობა, სამუშაო იარაღები და ხელსაწყოები

6

სხვადასხვა მასალისა და ზომის მილები და დამხმარე მასალები

7

ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური ხსნარები და რეაქტივები, ქიმიური პროდუქტები

8

სპეცსამშენებლო ტექნიკა, ავტომანქანები, დაზგა-დანადგარები, მოწყობი­ლ­ობები და მათი სათადარიგო ნაწილები

9

ბალასტი, ღორღი და სხვადასხვა ფრაქციის ქვიშა-ღორღოვანი მასალები

10

ნავთობპროდუქტები, დიზელი, ბენზინი, ბიტუმი, ბიტუმის ემულსია და სხვ.

11

ასფალტბეტონი

12

სამშენებლო მასალები, არმატურა, ცემენტი, ბლოკი, აგური, ბეტონი და სხვ.

13

სპეცზეთები და საცხებ-საპოხი მასალები

14

საგზაო ნიშნები, ბოძკინტები, თვალამრიდები, გამაფრთხილებელი ნიშ­ნე­ბი და სხვ.

15

თხევადი გაზი, ბუნებრივი აირი, ჟანგბადი, ჟანგბადის ბალონები და სხვ.

16

სხვადასხვა მასალისა და ზომის ჭები, ლიუკები, ხუფები და სხვ.

17

ელექტრო‑ და მექანიკური მოწყობილობები, კაბელები, ელექტროფურ­ნი­ტურა, განათების სისტემები, დამხმარე მასალები და სხვ.

18

სხვადასხვა მასალის ფილები, კიბეები, კიბის საფეხურები და სხვ.

19

ლამინატისა და ხის პლინტუსები, ხის პარკეტი, ლამინირებული პარკეტი, კარ-ფანჯრები, კარ-ფანჯრების საკეტები და მოწყობილობები (ფურ­ნი­ტუ­რა), ფანჯრის რაფები, მინა და სხვ.

20

წყალსადენის, სანტექნიკური და კანალიზაციის მასალები, ურდულები, მრი­ცხველები და სხვ.

21

გადასახური მასალები

22

სავენტილაციო სისტემები და დამხმარე მასალები

23

თბოიზოლაციის მასალები, ჰიდროსაიზოლაციო მასალები

24

სხვადასხვა ტიპის საღებავები, საფითხი მასალა, თაბაშირ-მუყაოს ფი­ლე­ბი, შპალერი და სხვა საფარი, პლასტიკატის შეკიდული ჭერის მასალები და სხვ.

25

ქუჩების, ბაღების გასაფორმებელი სეზონური მცენარეები, ბალახი, ბა­ლა­ხის თესლი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარეები და ნერგები, შერე­უ­ლი ჯიშის ხე-მცენარეები

26

მუშებისა და მომსახურე პერსონალის საკვები, საყოფაცხოვრებო დანიშ­ნუ­ლე­ბის ჭურჭელი, თეთრეული, ლეიბები, ბალიშები, საბნები, პირსახოცები და სხვ.

27

თოკები, ტროსები, საჭიმები, ჯაჭვები, ბაგირები, გვარლები და სხვ.

28

საბავშვო საქანელები, ბაღების, სკვერების მოსაწყობი მასალები, ხელოვ­ნუ­რი საფარი და დამხმარე მასალები

29

სამედიცინო მოწყობილობები, ფარმაცევტული პროდუქტები

№

მომსახურება

1

კომპიუტერული მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფა, საინფორ­მა­ციო და სარეკლამო მომსახურება, ნებართვებისა და სპეცფორმების აღ­ე­ბა, ბეჭდვა, საფოსტო მომსახურება და სხვ.

2

საპროექტო მომსახურება

3

ქვის სამსხვრევი საამქროს რემონტი, ბეტონის ქარხნის კვანძების რემონტი

4

ა/მანქანებისა და სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება, ა/მანქა­ნე­ბისა და სამშენებლო ტექნიკის რემონტი, ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის ტექ­დათვალიერება

5

მძიმე გაბარიტული და არაგაბარიტული ტვირთების ტრანსპორტირება

6

დაზგა-დანადგარებისა და მოწყობილობების რემონტი

7

სანოტარო მომსახურება, თარგმნა, იურიდიული მომსახურება, სადაზ­ღვე­ვო მომსახურება, აუდიტური, საკონსულტაციო მომსახურება, პერსონა­ლის გადამზადება, ტრენინგ-სემინარები

8

ექსპერტიზის მომსახურება, საბროკერო მომსახურება, საშუამავლო მომსა­ხუ­რება, ლაბორატორიული მომსახურება, დაცვა, დასუფთავება

9

სატრანსპორტო მომსახურება, სპეცტექნიკით მომსახურება, გადაზიდვები

10

ა/მანქანებისა და სპეცტექნიკის იჯარა

11

მუშებისა და მომსახურე პერსონალის კვება, სამრეცხაო მომსახურება

12

სატყეო მომსახურებასთან დაკავშირებული მომსახურებები, სამხერხაო მომ­ს­ახურება, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურებები

13

კარ-ფანჯრების, საკეტების მონტაჟისა და რეგულირების მომსახურება, ონ­კა­ნების, ურდულების, მრიცხველების შეკეთება და სხვა ანალოგიური მომ­სახურებები

14

ძრავების, ტრანსფორმატორებისა და გენერატორების, ელექტროგამანა­წი­ლებ­ლისა და საკონტროლო მოწყობილობების, ელექტრო და მექანიკური მოწ­ყობილობების რემონტი, მონტაჟი და დემონტაჟი

15

სტუმრების დახვედრისა და მიღების ორგანიზების მომსახურება, საკონ­ფე­რენციო დარბაზის იჯარა, საკონფერენციო მომსახურება

16

საინჟინრო მომსახურება, გეოლოგიური, გეოდეზიური და სხვა მომსა­ხუ­რე­ბები, ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახუ­რ­ება, მონიტორინგი და კონტროლი, კვლევასა და დამუშავებასთან დაკავში­რე­ბული საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებები

17

დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ანტისეპტიკური დამუშავ­ე­ბა და ხანძარსაწინააღმდეგო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომ­სა­­ხუ­რებები

18

კერძო საკუთრების იჯარა

19

სავალი ნაწილის დახაზვასა და მონიშვნასთან დაკავშირებული მომ­სა­ხუ­რ­ებები, ბიტუმის ემულსიის მოსხმა, ბორდიურების მოწყობასთან და­კავ­შირებული მომსახურებები და სხვ.

20

სპეცსამშენებლო ტექნიკის, დანადგარებისა და მოწყობილობების რე­მონ­ტი, მონტაჟი და დემონტაჟი.

 

 

დანართი №2

ანგარიში

შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ _____ წელს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

 

№

მიმწოდებელი მხარის დასახელება

მიწოდებული საქონლის ღირებულება

გაწეული მომსახურების ღირებულება

შესყიდვის საერთო ღირებულება

შესყიდვისათვის ფაქტობრივად

გადახდილი თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

ანგარიში

შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ _____ წელს პირობათა გამოკითხვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვების შესახებ

 

№

მიმწოდებელი მხარის დასახელება

მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების დასახელება

მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ღირებულება

შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა

შესყიდვისათვის ფაქტობრივად

გადახდილი თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია