„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016055
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. ხობი

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, 16.01.2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016051) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების“:

ა) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საკონსულტაციო-სამართლებრივი დახმარება გაუწიოს გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს;“;

ბ) მე-3 მუხლის „კ“ და „ლ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უზრუნველყოს გამგეობის ურთიერთობა სახელმწიფო, ადგილობრივ და კერძო დაწესებულებებთან;

ლ) შეისწავლოს და გააანალიზოს მუნიციპალიტეტში შემავალ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიულ ორგანოთა მუშაობის საკითხები;“;

გ) მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) განახორციელოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“;

დ) მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;“;

ე) მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტების გაფორმებას;“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე

კრებსითი — სრული ვერსია