გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2012 წლის 10 თებერვალი
ქალაქი გორი
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №47 დადგენილებაში (სსმ, 14/12/2011; 010250050.35.148.016080) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე