დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2012 წლის 10 თებერვალი
ქ. დმანისი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად , დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შეტანილ იქნ ე ს ცვლილება დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №13-38 დადგენილებაში (სსმ, 27/09/2010 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010.260.020.35.156.016.004) „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’ შემდეგი სახით:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დმანისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულების დამტკიცების შესახებ’’;
ბ) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„1. დამტკიცდეს დმანისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების დებულება’’;
გ) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„დმანისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს დებულება’’;
დ) დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„მუხლი 1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანო’’;
ე) დანართის პირველი მუხლის პირველ პუნქტში „მუნიციპალიტეტის’’ შეიცვალოს „თვითმმართველი ერთეულის’’;
ვ) დანართის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში „გამგეობის’’ შეიცვალოს „თვითმმართველი ერთეულის’’.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ . მგელაძე