„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1220
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2002-01-10
სარეგისტრაციო კოდი
240.120.000.05.001.001.016
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. რადიო და ტელევიზიის საშუალებებით თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინფორმაცია თამბაქოს მოწევის მავნეობის შესახებ უნდა იყოს გახმოვანებული.“.

2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „2002 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2003 წლის 1 აპრილიდან“.

    მუხლი 2

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებმა 6 თვის ვადაში შეიმუშაონ კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის გავრცელების კონტროლის შესახებ.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 21 დეკემბერი

№1220–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია