„საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის N 2–183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-32
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2012-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-13
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016056
„საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის N 2–183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-32

2012 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2–183 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 15 ნოემბრის №2–183 ბრძანებით (სსმ III, 27.11.2007 წ., №167, მუხ. 1847) დამტკიცებულ „საგამოცდო ლაბორატორიისა და სადეგუსტაციო კომისიისათვის წარსადგენად ნიმუშის აღების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. „საინსპექციო კონტროლის მიზნით ნიმუშის აღებას, ნიშანდებას, დალუქვას და ნიმუშის აღების პროცედურის დოკუმენტირებას ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) და სურსათის ეროვნული სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში.“

2. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნიმუშის აღების აქტის გაფორმება ხდება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე სამ ეგზემპლარად, რომლის ერთ-ერთი ეგზემპლარი რჩება იმ ობიექტზე, სადაც წარმოებდა ნიმუშის აღება, მეორე რჩება სააგენტოს, მესამე აქტი ნიმუშთან ერთად გადაეცემა საგამოცდო ლაბორატორიას. აქტის სამივე ეგზეპლარის ნომერი უნდა იყოს ერთმანეთის იდენტური.

6. ნიმუშების შემოწმების მიზნით სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი სერტიფიცირებული პარტიიდან აიღოს 3 ნიმუში და გადასცეს ლაბორატორიული გამოცდისათვის, შეადაროს ექსპორტიორის მიერ წარმოდგენილ ნიმუშს, შეტყობინებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. აღებული 3 ნიმუშიდან ერთ-ერთი ნიმუში რჩება იმ ობიექტზე, სადაც წარმოებდა ნიმუშის აღება, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე დაუშვებელია სერტიფიცირებული პარტიის ექსპორტი ან ბაზარზე სხვაგვარად განთავსება“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ზ. გოროზია

კრებსითი — სრული ვერსია