თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №143
2012 წლის 09 თებერვალი
ქ. რუსთავი
„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის , ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №137 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის , ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის №137 დადგენილებაში (სსმ, 01.02.2012) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.
სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი
განისაზღვროს 50-ის ოდენობით.“
2. მე -2 მუხლით დამტკიცებული დანართი – 1 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
3. მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ. მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქი რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%- ის (8,40 ლარი) ოდენობით.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე
დანართი 1
თვითმმართველ ქალაქ რუსთავში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით
| ზონის დასახელება | 1 კვ . მ–ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი საგადასახადო კოდექსით (ლარი) C | მაკრომდებარეობის ინდექსი
Img | ლოკალური ტერიტორიული ინდექსი
ITL | მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K | 1 კვ . მ მიწის ნორმატიული ფასი Cn |
| ცენტრალური ზონა | |||||
| I ქვეზონა | 0,24 | 0,7 | 1,50 | 50 | 12,60 |
| II ქვეზონა | 0,24 | 0,7 | 1,45 | 50 | 12,18 |
| შუალედური ზონა | 0,24 | 0,7 | 1,00 | 50 | 8,40 |
| პერიფერიული ზონა | |||||
| I ქვეზონა | 0,24 | 0,7 | 0,95 | 50 | 7,98 |
| II ქვეზონა | 0,24 | 0,7 | 0,90 | 50 | 7,56 |