საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №38/ნ
2012 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლას მიენიჭოს შერიფ ხიმშიაშვილის სახელი და ეწოდოს შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა.
მუხლი 2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – დაბა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის 48-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
| 48 | შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მთისუბნის საჯარო სკოლა | სოფელი მთისუბანი | დაწ-საბაზო |
“.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი