საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №31/04
2012 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 25 დეკემბრის №242/01 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 პუნქტი:
„81 კომერციული ბანკი ან მისი ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბანკის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას, დაჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.”.
მუხლი 2. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.