ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
05
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-03
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.115.016072
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2012 წლის 31 იანვარი

დ. ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, ,,ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 25 აგვისტოს №726 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 დეკემბრის №29 დადგენილება.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 4 თებერვლის დადგენილება № 08 - ვებგვერდი, 29 .02.2012წ.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ვ. ქურასბედიანი

 შეტანილი ცვლილებები:

1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 4 თებერვლის დადგენილება № 08 - ვებგვერდი, 29 .02.2012წ.

2. ძალადაკარგულია - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 03 იანვრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 04.01.2013წ.

დანართი №1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო

 საკრებულო

 

საკრებულოს თავმჯდომარე

2260

საკრებულოს თავმჯდომარ ის მოადგილე

1080

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

630

საკრებულოს აპარატის უფროსი

680

 გამგეობა

 

გამგებელი

2260

გამგებლის მოადგილე

860

სამსახურის უფროსი

680

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

450

გამგებლის თანაშემწე

400

 ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

580

ხელედის , ლ ენტეხის, ჟახუნდრის, ჩიხარეშის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული

680

 

 უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

 

 საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი

400

საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი

380

საკრებულოს აპარატის სპეციალისტი

320

გამგეობის მთავარი სპეციალისტი

400

გამგეობის წამყვანი სპეციალისტი

320

გამგეობის სპეციალისტი

250

დამხმარე მოსამსახურე ( მძღოლი )

320

დამხმარე მოსამსახურე (დამლაგებელი)

180

 

 

ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი

280

ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

150

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 4 თებერვლის დადგენილება № 08 - ვებგვერდი, 29 .02.2012წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია