„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.114.016101
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2012 წლის 31 იანვარი

დაბა ჩოხატაური

,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულო ადგენს:

 ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N9 დადგენილებაში (სსმ, 26.01.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

       მუხლი 1

 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა:

სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამი სპეციალისტისაგან, რომელთა შორის ფუნქციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი“.

    მუხლი 3

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სპეციალისტი იერსახისა და დასუფთავების საკითხებში – ახორციელებს მუნიციპალიტეტის იერსახეზე და სანიტარიული დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობას“.

      მუხლი 4

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე       ა. ხუნდაძე

კრებსითი — სრული ვერსია