„სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-10
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.158.016071
„სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 7 თებერვალი

ქ. ბოლნისი                                                 

„სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 იანვრის №2 დადგენილებაში (სსმ 23.01.2012, 200140030.35.158.016066) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნებლობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს                                    ქ. ბოლნისისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 9,12 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ფასები;“.

    მუხლი 2.

 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        ნ. საბიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია