საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1176
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2001-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2001-12-14
სარეგისტრაციო კოდი
090.000.000.05.001.001.004
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 08.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 680-ე მუხლის მე-6 ნაწილში სიტყვები „2002 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2006 წლის 1 ოქტომბრამდე“.

2. 681-ე მუხლის მე-3 ნაწილში სიტყვები „2002 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2006 წლის 1 ოქტომბრიდან“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 7 დეკემბერი.

№1176–Iს

კრებსითი — სრული ვერსია