თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-09
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.163.016067
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

20 12 წ ლის 30 იანვარი

ქ. თელავი                  

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19   დადგენილებაში „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

  საქარ თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 63-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №19 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) საბიუჯეტო საგეგმო განყოფილებას;

ბ.ბ) ადგილობრივი ფინანსების მართვისა და ხაზინის განყოფილებას;

ბ.გ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას;

ბ.დ) მატერიალურ-ტექნიკური შესყიდვის და აღრიცხვის განყოფილებას;

ბ.ე) ადგილობრივი შესყიდვების განყოფილებას.“ .

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ვ) ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომელიც მოიცავს:

ვ.ა ) ეკონომიკისა და ტურიზმის განყოფილებას;

ვ.ბ ) ადგილობრივი ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილებას.“ .

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე .

  საკრებულოს თავმჯდომარე           ნ . ხუცაიძე

კრებსითი — სრული ვერსია