,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2012-02-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-06
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016433
,,ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №85

2012 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 აპრილის №161 ბრძანებულებაში (სსმ III, 2000 წ., №37, მუხ. 351) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დებულების მე-6 თავის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგსა და ხარჯთა ნუსხას სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია