ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2012 წლის 3 თებერვალი
ქ. ქარელი
,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
1. ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №23 დადგენილებით (სსმ, №32, 30.09.2010; 270070000.35.144.016010) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს ახალი დანართით.
2. ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2012 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
დანართი №1
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| I | გამგებელი | 2360 |
| II | გამგებლის მოადგილე | 900 |
| III | სამსახურის უფროსი | 700 |
| IV | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| V | გამგებლის თანაშემწე | 450 |
| VI | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი | 420 |
| VII | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი | 400 |
| VIII | თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული | 700 |
| IX | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი –თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის სპეციალისტი | 350 |