პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის ვადების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5/2012
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2012-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2021-07-15
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016023
პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება № 5/2012

201 2 წ ლის 3 თებერვალი

ქ . თბილისი

პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის ვადების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 15 ივლისის დადგენილება №26/2021 - ვებგვერდი, 16.07.2021 წ.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესრულების უზრუნველსაყოფად,

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე- 3 პუნქტის, 30- ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარტიამ, გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის დანიშვნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიაში ან ცესკოში უნდა წარადგინოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში. შესაბამისი საარჩევნო კომისია ვალდებულია ზემოაღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ პარტიას.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2007 წლის 10 დეკემბრის №33 /2007 დადგენილება.

მუხლი 3 . ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4 . ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                 ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                                 გ. მჭედლიძე

კრებსითი — სრული ვერსია