„იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-03
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016705
„იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №32

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

„იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების განსაზღვრის შესახებ, რომელთა მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ჩათვლის დოკუმენტია“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №401 დადგენილებაში (სსმ, 31/12/2010) და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

 კ) სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია