„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016080
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2012 წლის 27 იანვარი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის №30 დადგენილებაში (სსმ. 04/01/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) იღებს ინფორმაციას ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან სოციალურ საკითხებზე, რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპოდენციებზე“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

თავმჯდომარის მოადგილე ა. გაბელია

კრებსითი — სრული ვერსია