საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №20
2012 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
2012 წლისათვის ნოტარიუსთა თანამდებობების რაოდენობის
განსაზღვრის თაობაზე
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2012 წლისათვის ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 300 ნოტარიუსით.
2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ზ. ადეიშვილი