„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2012-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-21
სარეგისტრაციო კოდი
370070000.35.159.016074
„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2012 წლის 31 იანვარი

ქ.

 

 

 

 
მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა- ნაგებობების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 19 5 მუხლის მე -3 პუნქტის, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს № 659 ბრძანებულების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს დანართი № 1 - ის მიხედვით.

     მუხლი 2

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა- ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას ქონების სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო ფასის 30 პროცენტით.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის დადგენილება № 1 7-ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 3 თებერვლის № 2/6 ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 3 თებერვლის № 2/5 ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა -ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებები.

მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                ი. ქერიმოვი

შეტანილი ცვლილებები:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის დადგენილება № 1 7 - ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

2. ძალადაკარგულია - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 3 წლის 21 იანვრის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 29.01.2013 წ.

 

დანართი 1

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განაკვეთები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 მარტის დადგენილება № 1 7-ვებგვერდი, 16.03.2012 წ.

 

№

ცენტრალური ზონა

საწყისი წლიური ქირა, 1 მ 2 -ზე, ლარებში

 

 

 1

შ.რუსთაველის, 26 მაისის, ნარიმანოვის, სამედ - ვურღუნის, აღმაშენებლის, სულხან-საბას, კოსტავას, ჟორდანიას ქუჩები, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორია და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

16,0

შუალედური ზონა

 

 

 

 

 2

ბორჩალოელის, მაზნიაშვილის, ა.შაიგას, გამსახურდიას , კურბანოვის, ლაღიძის, ერეკლე II -ის , მუსხელიშვილის, ჩოლოყაშვილის, ჭავჭავაძის, ფიროსმანის, გუდიაშვილის, გიორგაძის, 20 იანვრის, ყარყარაშვილის, ვაჩნაძის, ქობულეთის, გასანოვის, ხალილოვის, პუშკინის, ჯავახიშვილის, გოგებაშვილის, ლესელიძის, 9 აპრილის, ბარათაშვილის, ბერიტაშვილის, ლეონიძის, ასლანოვის, ბაგრატიონის, ტაბიძის, ქიქოძის, ჯორჯაძის, წერეთლის, თაყაიშვილის, ომარ ხაიამის, საიათნოვას, გრიბოედოვის, ყაზბეგის, ბაღდადის, გრ.რობაქიძის, ლერმონტოვის, ვაჟა-ფშაველას, თბილისის ქუჩები და აღნიშნული ქუჩების ჩიხები.

12,0

პერიფერიული ზონა

 

 3

რასულ-ზადეს, უიარაღოს, ორბელიანის, ალგეთის, საბირის, მაისურაძის, ბაქოს, იაღლუჯის, შარიფოვის, ახუნდოვის, ნიზამის ქუჩები, სამრეწველო ზონის ტერიტორია და ქ. მარნეულში მდებარე სხვა ტერიტორიები

9,0

 

 

სოფლებში და დასახლებათა შორის არეალში

4,0

 

 

საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)

15, 0

 

 

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)

6,0

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია