„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
დოკუმენტის ნომერი
12513
მიმღები ორგანო
შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი
2011-12-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016028
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №12513

2011 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №5) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზაცია, კოორდინაცია და ზედამხედველობა, მათ შორის:

დ.ა) შემოსავლების სამსახურის შენობა-ნაგებობებში საპროექტო/დაგეგმარების სამუშაოების განხორციელება;

დ.ბ) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის შენობა-ნაგებობებში ინტერიერის/ექსტერიერის მოწყობის პროექტების მომზადება, დეფექტური აქტების შედგენა, დიზაინის შემუშავება;

დ.გ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შდგენა, არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების მომზადება;

დ.დ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, მიმდინარე საბაზრო ფასების გათვალისწინებით;

დ.ე) შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამშენებლო მასალების შერჩევა და ხარისხის განსაზღვრა;

დ.ვ) სამშენებლო-სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინაცია, მათი ხარისხის და ვადების კონტროლი;

დ.ზ) შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება, შემოწმება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი ჯ, ებანოიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია