საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №20/ნ
2012 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისის” რეორგანიზაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და ,,პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მერმისის” რეორგანიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – პროფესიულ კოლეჯ ,,მერმისთან” მიერთების გზით 2012 წლის 15 თებერვლამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,მარგის” წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №81/ნ ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 15 თებერვლიდან.
დ. შაშკინი