საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ“ ქვეპუნქტი:
„ღ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ყველა სარჩელზე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 23 ოქტომბერი.
№1121–Iს