თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №2/3
2012 წლის 27 იანვარი
ქ. ფოთი
„თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №10/37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №10/37 დადგენილებაში (სსმ V, №49, 11.11.2010 წ., მუხლი 1443), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი“ I თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი I
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესი“ I თავის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველი ქალაქის – ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების საჯარო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე